სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ახალგაზრდა ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც სრულიად შიშველი ზის საპატიმრო საკანში და „საკუთარ თავს შეურაცხყოფას“ აყენებს. ვიდეოში ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ იგი ტელეგრამის არხ 1ADAT-ზე მუშაობს ადმინისტრატორად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული საინფორმაციო გადასცემდა ახალ ამბებს ჩეჩნეთზე, სადაც ძალზე მწვავედ აკრიტიკებდნენ კადიროვსა და მის ახლო გარემოცვას.
აღნიშნულ არხზე ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ 1ADAT- ი არის „ბინძური არხი“, სადაც ის და სხვა ადმინისტრატორები საუბრობდნენ ჩეჩნეთზე, მთავრობაზე. მამაკაცის განცხადებით, ისინი უღირსი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. ბიჭმა საკუთარ თავს არალეგიტიმური უწოდა, დედამისი შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ცოდვები მოინანია და მზადაა თავის დასჯისთვის, რის შემდეგაც შუშის ბოთლი უკანალში მოითავსა.
მასალის გამოყენების პირობები






