56 წლის ცნობილი ბრაზილიელი ექსპერტი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში ადგილობრივთა ცხოვრების შესწავლით იყო დაინტერესებული, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი აბორიგენი ტომის საცხოვრებელს მიუახლოვდა, გულმკერდის არეში ისარი ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგისთვის შევიდა. თვითმხილველთა თქმით, ფრანცისკატოსა და მის ჯგუფს ცეცხლი გაუხსეს მას შემდეგ, როგორც კი ადგილობრივთა ბანაკებს მიუახლოვდნენ. პოლიციელმა, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს განაცხადა, რომ ფრანცისკატომ მოახერხა ისრის საკუთარი ხელის ამოღება, რომელიც შერჭობილი ჰქონდა გულთან ახლოს.
„მან ისარი გულმკერდიდან ამოიღო, 50 მეტრი გაიარა და შემდეგ უგონოდ დაეცა“- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს პოლიციის ოფიცერმა.
ამაზონის ჯუნგლების ცნობილმა ფოტოგრაფმა გაბრიელ უჩიდამ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი აღნიშულ ინციდენტს შეესწრო. მისი თქმით, ზოგადად ჯუნგლებთან მცხოვრები ადგილობრივთა ჯგუფი მშვიდობიანია, თუმცა იმის გამო, რომ მათ შეიარაღებული მამაკაცები დაინახეს, ეს აგრესიულ ფაქტად აღიქვეს.
მასალის გამოყენების პირობები






