ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ–ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურა. კლინიკა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული პიროვნებ თბილისში ერთ–ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და სწორედ აღნიშნული გახდა ინფიცირების მიზეზი:
„გუშინ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ ექიმს „კოვიდ-19“-ზე გეგმური შემოწმებისას „პისიარ“ ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. მისი დაინფიცირების წყარო ცნობილია. შაბათს აღნიშნული ექიმი, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა.
ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის აქტიური ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმადე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა. ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმური სკრინინგის ჩატარება.
კოვიდისგან გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებებს შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი (საუბარია ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებზე).
დადგენილი პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალში დასაქმებულ თანამშრომლებს გეგმიურ რეჟიმში, კვირაში ორჯერ უტარდებათ „პისიარ“ ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის „ცე“ ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული.
ჰოსპიტალში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.
ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






