თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა დაახლოებით, ოქტომბრის ბოლო და ნომებრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ვირუსის მეორე ტალღა დამოკიდებულია თვითონ დაავადების ხასიათზე.
"ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება. პირადად ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღას არ ვვარაუდობთ. მეორე ტალღა დამოკიდებულია თვითონ დაავადების ხასიათზე. რეგულაციების შესრულების შესუსტება გახდა საფუძველი დაავადების ასეთი მატების". – თქვა მარინა ეზუგბაიამ.
კითხვაზე არის თუ არა საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, მთავარი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ ზონიდან გავიდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია.
"დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა არის მზად ამისთვის. შესაბამისი საწოლფონდი არსებობს, შემთხვევების მატებასთან ერთად კიდევ გაძლიერდება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზად არის სამუშაოდ". – დასძინა მარინა ეზუგბაიამ და მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მედიკოსი შეახსენებს საზოგადოებას რომ უმთავრესი რეკომენდაციებია ერთმანეთთან დისტანცირება და პირბადებიის ტარება.
მასალის გამოყენების პირობები






