მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტების იმუნიტეტი ვირუსის დამარცხებიდან და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში ქრება. მკვლევარებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ ანტისხეულების რაოდენობასა და განვითარებას ადამიანთა ორგანიზმში აღმოაჩინეს, რომ პაციენტთა გამოჯანმრთელების პარალელურად სისხლში ანტისხეულები მაჩვენებელი იკლებს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმედი იმის შესახებ, რომ კოვიდ 19-ის დამარცხების შემდეგ ადამიანებს იმუნიტეტი გაუძლიერდებათ რეალობას მოკლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
ჩინელი ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო მეცნიერ-მკვლევართა დაკვირვებით დადგინდა, რომ იმ ადამიანთა 81 %-ს რომელთაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ანტისხეულები აღენიშნებოდათ ორგანიზმში, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მათგან მხოლოდ რამდენიმე პროცენტს აღმოაჩნა ისევ იმუნიტეტი იმისა, რომ აღნიშული ინფექცია მოკლას. ჩინელი ექსპერტების აზრით, არ არსებობს დამარწმუნებელი არგუმენტი იმისა, რომ თუ ადამიანი კოვიდ 19-ით ინფიცირდება, იგი შეიძენს ძლიერ იმუნიტეტს, რომ ხელახლა არ დაავადდეს.
მასალის გამოყენების პირობები






