სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 საჯარო სკოლას მიეცა. სასწავლო დაწესებულებების შემოწმება ამ დრომდე გრძელება. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლა რამდენიმე დღეში იწყება, საგანმანათლებლო სექტორმა, შეიძლება ითქვას, ძალიან დააგვიანა სკოლების შემოწმება და გარკვეული რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დამტკიცება, სწორედ ამიტომ ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნულმა 81-მა სკოლამ ის სტანდარტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხო გარემოსთვის.
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა, ხოლო გუშინ, 9 სექტემბერს მინისტრმა ჩხენკელმა დისტანციური სწავლების წესები დაამტკიცა.
სკოლების პარალელურად შემოწმდა 10-მდე უნივერსიტეტი და თითოეულ მათგანზე გაცემულია სწავლის დაწყების ნებართვა.
მასალის გამოყენების პირობები






