რუს ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში მომხდარი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მისთვის ტრაგიკულია, თუმცა სჯერა რომ ქვეყნის უმეტეს ნაწილზე მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
ბელარუსის პრეზიდენტმა აშშ დაადანაშაულა დემონსტრანტთა შეგულიანებაში და აგრეთვე გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ მომავალში მათაც მსგავსი საპროტესტო დემონსტრაციები ელოდებათ მომავალში.
„მე ველაპარაკე ჩემს ძველ მეგობარს, უფროს ძმას ვლადიმიერ პუტინს და გავაფრთხილე, რომ შეუძლებელია კონფრონტაცია ამ სიტუაციასთან, როგორ უნდა ებრძოლოთ ტელეგრამის არხებს, შეგიძლიათ რომ დახუროთ ეს წყაროები? არა, არავის შეუძლია ეს, იმათაც კი ვინც ის შექმნეს, ამერიკელებმა.
ჩვენ ინტერნეტიც კი რომ დავხუროთ ტელეგრამის ფუნქციონირება პოლონეთიდან მოხდება. თქვენთანაც მოვა მსგავსი ტალღა- მზადყოფნაში უნდა იყოთ. თუ დღეს ბელარუსი დაეცემა, შემდეგი იქნება რუსეთი, რაც ჩემთვის ძალზე მტკივნეული და ტრაგიკულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ხელები ჩამოვუშვი, რადგან მე ამ საკითხს ფილოსოფიურად ვუყურებ- ოდესღაც ღმერთმა დამიძახა მე. უნდა დავიცვა ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ხელებით ვაშენებდით"- აღნიშნა ლუკაშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






