სერბეთის ოფიციალური განცხადების თანახმად, გამოირიცხა ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სერბეთის თავდაცვის მინისტრი, ალექსანდარ ვულინი. ზემოხსენებული გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბელგრადმა ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის შემდგომ მიიღო.
„მოგვთხოვეს, რომ ჩვენი ევროპული მომავლის ფონზე, უარი გვეთქვა სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. რაც კი დაგეგმილია უახლოეს მომავალში, არ მივიღებთ მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში არც რუსეთთან, ნატოსთან, ჩინეთთან თუ ევროკავშირთან“- აღნიშნა სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისგან დაუმსახურებელ ზეწოლას განიცდის.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო წვრთნები სახელით „სლავური ძმობა 2020“ ბელარუსში 10-იდან 15 სექტემბრამდე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






