პუტინის აქტიური კრიტიკოსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ უახლესი ტიპით მოწამლეს, რის ფონზეც იგი თვითმფრინავში უნდა დაღუპულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტთა მიერ მოპოვებული ფაქტებით დგინდება, რომ საუბარია „ნოვიჩოკის“ საწამლავის ახალ სახეობაზე, რომელიც აქამდე არ იყო შესწავლილი. ბიოლოგების განცხადებით, საქმე გვაქ ახალ აგრესიულ და უფრო სასიკვდილო საწამლავთან-იმათზე მეტად მომაკვდინებელთან, ვიდრე მისი ჯგუფის სხვა ცნობილი სახეობები. ექსპერტიზის შედეგად საწამლავის კვალი დადასტურდა ნავალნის ხელებსა და წყლის ბოთლის თავსახურზეც.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსმა აგენტმა ნოვიჩოკი პოლიტიკოსს ჩაიში ჩაუყარა. ნავალნი ბორტზევე უნდა გარდაცვლილიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ პილოტმა საფრენი აპარატი ავარიულად დასვა გასაფრენ ბილიკზე, ეს პოლიტიკოსის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საკმარისი გამოდგა. ქალაქ ომსკში სამედიცინო პერსონალმა ნავალნის საავადმყოფოში მიყვანისთანავე ანტიდოტი ატროპინი შეუყვანეს სხეულში.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 22 აგვისტოს გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, სადაც იგი უკვე გონზე მოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






