გოლდა ბარტონმა უმართავი მოზარდის დასამშვიდებლად 911-ზე დარეკა და პოლიციის ეკიპაჟისა და სასწრაფო დახმარებგის გამოძახება ითხოვა, რათა ვაჟი საავადმყოფოში გადაეყვანათ. ამის ნაცვლად კი, პოლიციის ოფიცერმა ბიჭს ცეცხლი გაუხსნა.
"სამართალდამცველებს დახმარებისთვის მივმართე და თავად ნახეთ, როგორ ეხმარება პოლიცია მოქალაქეებს. მე ისინი თავიდანვე გაფრთხილებული მყავდა, რომ ფიზიკური ძალადობის გარეშე გაეკეთებინათ ყველაფერი, თუმცა პრობლემას მხოლოდ ძალადობით აგვარებენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გოლდა ბარტონმა.
თავად მსროლელი ოფიცერის განცხადებით, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა და იმუქრებოდა, რის გამოც სხვა პირები საფრთხეში იმყოფებოდნენ, თუმცა გამოცემა The Tribune-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უცხო იარაღი არ ყოფილა. ამავე გამოცემის თანახმად, დაშავებული ბიჭუნა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მოზარდს დაზიანებული აქვს ორივე მხარი, ტერფები, ნაწლავი და შარდის ბუშტი.
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, 21 სექტემბერს გასაჯაროვდება სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






