სიცილიელი მაფიის ბოსი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხის დაცვას შელაპარაკების დროს თითი მოაჭამა- ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულ ინციდენტს ადგილი ივნისში ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა პრესამ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. სამუდამო პატიმრობა მისჯილი 60 წლის ჯუზეპე ფანარასთან , საკანში შემოწმების მიზნით შევიდა ციხის 7 მცველი. ფანარამ, რომელიც სიცილიური მაფიის, კოზა ნოსტრას ერთ-ერთი ცნობილი წევრია, 9 წელი სპეციალურად მაფიის წევრებისთვის გამოყოფილ საკანში გაატარა.
მაფიის წევრმა ერთ-ერთ ციხის მცველს შელაპარაკების დროს მარჯვენა ხელზე პატარა თითი მოაჭამა და გადაყლაპა. აღნიშნულის შემდეგ პატიმარი 6 მცველს თავს დაესხა, მან ცოცხის ჯოხი თავდასხმის ე.წ იარაღად გამოიყენა და პენიტენციალური სისტემის თანამშრომელს დაემუქრა, რომ მათ ღორებით გამოჭრიდა ყელს.


მასალის გამოყენების პირობები






