ყაზახეთში სანტექნიკოსმა კაცმა თავისი კლიენტი დანით დაჩეხა მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა მას გაწეული სამსახურისთვის ფასდაკლება მოსთხოვა. სანტექნიკოსი ურთიერთდაპირისპირებაში ჩართულ ქალის დედასა და მეზობელსაც დაუნდობლად გაუსწორდა.
პოლიციელთა თქმით, მკვლელი 43 წლისაა, მან 32 წლის პარამედიკი ინა მურზაევა სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო დედასა და მეზობელსაც, რომლებიც ინას დარტყმის მომენტში გადაეღობნენ მძიმე ჭრილობები მიაყენა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
ზემოხსენებული შემაძრწუნებელი ინციდენტი ქალაქ ალმაატში დაფიქსირდა. ჟურნალისტთა თქმით, ინამ სანტექნიკოსი ონლაინ ძებნის შემდეგ მოიწვია სახლში არსებული გაყვანილობის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ლაპარაკი ქალსა და მამაკაცს შორის კამათში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ინნამ მოსთხოვა მას რომ უფრო დაბალი ფასი დაესახელებინა გაწეული საქმიანობისთვის. როდესაც კამათი ურთიერთშეურაცხყოფებში გადაიზარდა, მამაკაცმა ჯიბიდან ხელნაკეთი დანა ამოიღო და მთელი ძალით რამდენჯერმე დაარტყა ინას. ქალის ყვირილზე სახლში შემოსული მეზობელი და მსხვერპლის დედაც იმავე დანით დაჭრეს, რომლითაც მოკლული იქნა ინა.
მას შემდეგ რაც სახლში რამდენიმე ადამიანს უმძიმესი ჭრილობა მიაყენა სანტექნიკოსმა, იგი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციელებმა მოგვიანებით დააკავეს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება დანაშაულის ჩადენის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






