ავღანეთში, მაშინ როდესაც ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰის ავტოკოლონა ქუჩაში გადაადგილდებოდა, ტერაქტი განხორციელდა. მისი სპიკერის განცხადებით, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი უვნებლად გადაურჩა თავდასხმას.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ტარიქ არიანის თქმით, საერთო ჯამში 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15 კი მძიმედ დაიჭრა.
თალიბანი ზემოხსენებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უარჰყოფს. სალეჰმა ინციდენტიდან რამდენიმე საათში ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბინტით მარცხენახელ შეხვეულმა განაცხადა, რომ აფეთქების მომენტში იგი თავის სამსახურში მიემართებოდა, რა დროსაც კოლონას ჩასაფრება მოუწყვეს.
„მე კარგად ვარ, თუმცა ჩემი დაცვის წევრები დაიჭრნენ. ჩემთან ერთად , ჩემი ვაჟიც იმყოფებოდა მანქანაში- ორივე კარგად ვგრძნობთ თავს. მე სახისა და ხელის არეში, რამდენიმე ადგილას დამწვრობა მივიღე. აფეთქება ძალზე ძლიერი იყო „- განაცხადა სალეჰმა.
მასალის გამოყენების პირობები






