რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია სამოქალაქო მიწოდებისთვის უკვე მზადაა და მალე დაიწყება მოქალაქეების აღნიშნული პრეპარატით უზრუნველყოფა.
სამინისტროს განცხადებით, გამალეას ეპიდემიოლოგიური და მიკრობიოლოგიური ეროვნულმა საკვლევი ცენტრირ მიერ მიღებულმა ვაქცინამ ხარისხის დამადასტურებელი ყველა აუცილებელი ტესტი გაიარა და რეგიონებისთვის პრეპარატების მიწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის მასობრივი კამპანია მომავალ თვეში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს მიუხედავად მონაცემების სიმცირისა, რუსეთმა შიდა მოხმარებისთვის ვარგისად დაამტკიცა ზემოხსენებული ვაქცინა. პუტინის განცხადებით, ვაქცინამ მდგრადი იმუნურობა გამოავლინა, რომლის ფონზეც მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა და აიცრა.
მსოფლიოში ცნობილი ეპიდემიოლოგები და ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ რუსულ ვაქცინას არც ერთი საერთაშორისოდ აღიარებული შემოწმება არ გაუვლია, რის გამოც ისინი ვერ დაადასტურებენ რუსეთის მთავრობის მსჯელობას ვაქცინის ვალიდურობასთან მიმართებით.
მასალის გამოყენების პირობები






