"ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება
საზოგადოება - 14:55, 08 Sep, 2020     1366

„პრაიმტაიმი“ ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, რომელიც დაზიანებულია.

„მნიშვნლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო, რომელმაც ვანდალიზმის მტკიცებულებად ფოტო მასალაც მოგვაწოდა.

წყაროს მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.

„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“, – ყვება წყარო.

დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ინახება ამჟამად ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, თუმცა ამბობს, რომ მისი მარწმუნებლის მხრიდან ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

„პირველად მესმის მსგავსი რამ. სისხლის სამართლის საქმეში ეს ინფორმაცია არ დევს და არც მეორე მხარის მიერ გაჟღერებულა. განქორწინების შემდეგ მათ თავინთი ნივთები გაიყვეს და მე არ ვიცი, ამჟამად სად არის ბასილაშვილის თასები. ალბათ თან წაიღო. ის ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი თასების დამტვრევას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ანა თავხელიძე.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი, ამ ინფორმაციის გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით აპირებს პოლიციას მიმართოს, ვინაიდან სასამართლოს განჩინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარეს დოროყაშვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

„ინფორმაციას, რომელსაც ახლა თქვენ მეუბნებით, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პოლიციას, რათა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მოვითხოვთ, ნელი დოროყაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დაუყოვნებლივ ამოღებული და გამოტანილი იქნას ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა ნივთი და პირველ რიგში, მის მიერ მოგებული თასები, რომელიც ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლებსაც დღემდე უკანონოდ არის დაპატრონებული ქალბატონი ნელი დოროყაშვილი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირმა ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

წყარო: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42