ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება საქართველოში
საზოგადოება - 13:07, 08 Sep, 2020     1114

ღვიძლის ტრანსპლანტაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამედიცინო ჩარევად ითვლება. პირველად აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" 2014 წელს დანერგა. 6 წლის განმავლობაში ცოცხალი დონორიდან ღვიძლის 50 გადანერგვაა ჩატარებული.

თავდაპირველად ოპერაციები მხოლოდ აჭარაში , ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ხორციელდებოდა, ამჟამად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ტარდება თბილისშიც, ი.ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში.

აღნიშნული სერვისის დანერგვისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც ჰოსპიტლებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და მსოფლიოს წამყვან ტრანსპლანტოლოგიის ცენტრებში ქართველი სამედიცინო პერსონალის გადამზადებას მოხმარდა.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი დიდ წილად საქართველოს სახელმწიფოსგან ფინანსდება.

  1. აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 100 000 ლარს გამოყოფს, გარდა ამისა ყველა პაციენტი დამატებით ოპერაციის 10 000 ლარიან ვაუჩერს იღებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.
  2. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ოპერაციას დედაქალაქის მერია 70 000 ლარით აფინანსებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძვირადღირებული სამედიცინო ინტერვენციაა, რომლის მინიმალური ფასიც თურქეთის, ისრაელისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 80 000 ამერიკული დოლარიდან იწყება.

უკვე 6 წელია ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს, რომელთა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის ტრანსპლანტაციაა, ქვეყნის დატოვება და დიდი ფინანსური სახსრების მოძიება აღარ უწევთ. აღნიშნული სამედიცინო სერვისით სარგებლობენ ბავშვებიც.

საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ყველაზე დიდი კლინიკური გამოცდილება „ევექსი ჰოსპიტლებს" გააჩნია,

ოპერაციას წლების განმავლობაში (აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინდოეთში, ბელორუსში, თურქეთში, კორეაში, გერმანიასა და უნგრეთის) წამყვან ტრანსპლანტოლოგიურ კლინიკებში გადამზადებული მულტიდისციპლინარული გუნდი ახორციელებს ექიმების კახაბერ ქაშიბაძისა და კობა შანავას ხელმძღვანელობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42