"სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყება…უბრალოდ ძალიან გთხოვთ, გაუძელით!“ – 23-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 00:33, 08 Sep, 2020     81126

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა ლისის ტბაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 12 წლის მოზარდთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით...

რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან...

ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია..

რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში...

და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე - ბიჭს, - მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს. ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.

შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება ...

უბრალოდ ძალიან გთხოვთ - გაუძელით!

ჩვენ - მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები , ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით...

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.... და გაიზიარეთ ჩვენი - სკოლის მწუხარება : მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი... დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი.....

ძალიან მწარე ხარ, შვილო....“- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა.მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42