რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული პირებს, ჟვანიას თქმით, ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით.
"კლინიკებში მოთავსებულ პირებზე არის ძალიან პრობლემური სიტუაცია. ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა.
თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცურებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს", - განაცხადა ჟვანიამ "პალიტრანიუსის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






