"შავი სიხარულით გიხარიათ ხატი რომ მობრძანდება?" - გაბრაზებული ინაშვილი ჟურნალისტებს
COVID-19 - 19:46, 07 Sep, 2020     2344

ილორის წმინდა გიორგის ტაძრისთვის შეწირული ხატი ინაშვილს უკან დაუბრუნეს - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად დღეს ხატის წამოსაღებად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.


ენგურის ხიდზე მისულმა ინაშვილმა დღეს არაფერი თქვა მის გასაიდუმლოებულ ვიზიტზე და იმაზე თუ როგორ გადაკვეთა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მედიის, კითხვებმა გააღიზიანა და განაცხადა, რომ მათ შავი სიხარულით უხარიათ ხატის დაბრუნება:


„მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, იმიტომ, რომ თვითონ დევნილობაში მოექცა ეს ხატი და მე მინდა ერთი რამ გითხრათ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს, გახარებულები ხართ, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“,„ტვ პირველი“, სხვა დანარჩენები, შავი სიხარულით გიხარიათ, ხატი რომ მობრძანდება?

გაოგნებული და შეძრული ვარ ხატმებრძოლეობის, მთელი ამ პროცესის ანალიზით, რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო არა მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო მთლიანად და საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა იმისთვის, რომ ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი.

ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმა ენჯეოებმა, მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ თბილიში, პლიუს კობახიძის ხაზმა სუსში. პირდაპირ ვამბობ იმ მაღალჩინოსნებმა სუსიდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან, ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითაოდ გამხელთ დღეს გეუბნებით ამას.

ამასთანავე თხუთმეტიოდე ბოკერია, ხოშტარია, სააკაშვილი აღმოჩნდა რა თქმა უნდა აფხაზეთში, რომლებმაც მთელი ეს პროცესი იმდენად მტრულად მიიღეს დაქოქილი თბილისიდან, აქედან შენთებული ცეცხლით იქაც დაიწყეს დიდი აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა.

მე მინდა ყველას ვუთხრა, ღვთისმშობელს ვერავინ ვერ მოერევა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა ენგურის ხიდზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ივერიის ღვთისმშობელსაც ებრძოდნენ, რომელიც გაბრწყინდა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ენგურის ხიდიდან აფხაზებს მივმართო, ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ, დღევანდელი ფაქტი ვერ გაგვაჩერებს ჩვენ, ჩვენ გადავდგათ ნაბიჯებს შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეს ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს და ოსებს,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42