ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი, მარია კალესნიკოვა გაიტაცეს- მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
მსოფლიო - 15:12, 07 Sep, 2020     1819

ბრიტანული მედია ავრცელებს სენსაციურ ინფორმაციას ბელარუსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით- როგორც ირკვევა, ოპოზიციის ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. იგი მინსკში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მინივენის ტიპის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

მისი პარტიის წევრთა და თანამებრძოლთა განცხადებით, ამ დრომდე დაუდგენელია თუ ვინ და სად გაიტაცა ოპოზიციონერი. სამართალდამცავები ამ დრომდე აგრძელებენ სათვალთვალო კამერების დათვალიერებას- პოლიციის განცხხადებით, ისინი აქტიურად იძიებენ აღნიშნულ ინციდენტს.

შეგახსენებთ, რომ მინსკში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, ტოტალური გაყალბებისა და დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად არ სცნო ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პოლიციელთა მიერ მშვიდობიანი აქციების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ ძალას რამდენიმე დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მათგანი მძიმედ დაშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42