საფრანგეთში, მამაკაცმა მანამ სანამ ბუზის განდევნას ცდილობდა, საკუთარი სახლის შენობის უდიდესი ნაწილი დაანგრია. 80 წლის მამაკაცი, რომელიც სადილის მირთმევისთვის ემზადებოდა, ბუზმა, რომელიც მის ირგვლივ რამდენიმე წუთის განმავლობაში ბზუოდა, სასტიკად გაღიზიანდა. ამის შესახებ წერს BBC.
მამაკაცმა დევნის პროცესში აიღო ბაღლინჯოების საკლავი ელექტრო ჩოგანი და დაიწყო ბუზისთვის აქტიურად დარტყმა, თუმცა უმრავლესობა ააცილა, რა დროსაც ბიდონიდან გაჟონილ ბენზინს დაარტყა. ელექტრო ჩოგნისგან გამოდევნილი ამფეთქი ნაპერწკლებისა და ბენზინის რეაქციამ გამოწვია აფეთქება, რამაც სახლში სამზარეულო დაანგრია, აგრეთვე სახურავის ნაწილიც კი ჩამოანგრია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა გაქცევა მოახერხა აფეთქების მომენტში- მას მხოლოდ ხელი დაეწვა. ბუზის ბედი ამ დრომდე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






