კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 27 მილიონს გადააჭარბა- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ვირუსს საერთო ჯამში 887 681 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 19 მილიონზე მეტმა პაციენტმა კი ინფექციას თავი დააღწია.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში- მხოლოდ ამ სამ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 მილიონს სცდება. ინდოეთმა ბრაზილიას კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკანასკნელ 24 საათში გადაასწრო- ოფიციალური დელის ინფორმაციით, დღე-ღამის მანძილზე 90 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა ინფექციით. ინდოეთში ვირუსს უკვე 71 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში უკონტროლოა და მოსალოდნელია დღიური მასშტაბების უკონტროლოდ გაზრდა.
მასალის გამოყენების პირობები






