ბრიტანული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა, რომ კორონავირუსის გავრცელება საცხოვრებელ კორპუსებში უნიტაზიდან წყლის ჩარეცხვითაცაა შესაძლებელი- ჩინეთში, სამ სხვადასხვა სართულზე მცხოვრები ოჯახი კორონავირუსით სააბაზანოში მოწყობილი წყალსადენის სისტემისგაან დაინფიცირდა.
მეცნიერების აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ კორონავირუსი წყალსადენი სისტემით გავრცელდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი სხვადასხვა ოჯახის წევრები, რომლებიც 12 სართულის მოშორებით ცხოვრობდნენ ერთმანეთისგან, კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ- ისინი ერთმანეთს არც არასდროს შეხვედრია.
ერთ-ერთი ოჯახის ოთხი წევრი, რომლებიც მე-15 სართულზე ცხოვრობენ, დღის დაბრუნდნენ ქალაქი ვუჰანიდან, დაავადების გავრცელების ცენტრიდან. ექსპერტების დასვკნით, სწორედ ზემხოსენებული ოჯახის წევრთა დამსახურებით მოხდა 27-ე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის კოვიდინფიცირება.
ექსპერტთა მოსაზრებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზემოხსენებული წყვილი კორონავირუსის ნაწილაკებით წყალსადენმა სისტემამ დააინფიცირა. ერთ-ერთი ვერსიით, წყალგაყვანილობით მათ აბაზანაში შემოვიდა კოვიდ 19-ის ვირუსული ნაწილაკები, რომელთა ოთახში გავრცელებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ წყვილი სააბაზანოს ფანჯრებს არ აღებდა და არ ანიავებდა მას.
მასალის გამოყენების პირობები






