დღევანდელი მდგომარეობა საგანგაშო არ არის - თენგიზ ცერცვაძე
COVID-19 - 11:08, 07 Sep, 2020     787

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით საპანიკოს ვერაფერს ხედავს.

მისი თქმით, ინფექციის ფართო გავრცელების არავითარი საფრთხე არ არის.



„ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმე ცუდად არის და ქვეყნის ექიმები და ხელმძღვანელობა ვერ უმკლავდება პროცესს, პირიქით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო აგრძელებს წარმატებულად გაუმკლავდეს კოვიდ-19-ს. ახლა ყველაზე ინტენსიური შიდა მიმოსვლის პერიოდია, ვისაც უნდოდა დასვენება, ყველამ დაისვენა დაბრკოლებების გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს არსებული სისტემის მდგრადობაზე. მე საპანიკოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით და გვახსოვდეს, რომ საფრთხე არსებობს მთელ მსოფლიოში, ნაკლებად, მაგრამ არსებობს საქართველოშიც.


ყველა საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ იმის ჩათვლა, რომ ყველაფერმა ჩაიარა, უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. რაც ჩვენმა ექიმებმა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ რეგულაციები დააწესა, ისინი უნდა შევასრულოთ. აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, ასევე თავშეკავება ხალხმრავალი შეკრებებისგან, მერწმუნეთ, ეს მინიმალური მოთხოვნებია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42