დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება - თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება - 10:57, 05 Sep, 2020     1435

დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო შეიზღუდება.

„7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში - სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42