გერმანიის ქალაქ კიოლნში არსებული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბორდელი, პაშა, რომელიც 10-მდე სართულს მოიცავდა, ოფიციალურად გაკოტრდა- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნულ საროსკიპოში 120-მდე სექსმუშაკი იყო დასაქმებული- მათ გარდა აქვე დასამქებულნი იყვნენ აგრეთვე კოსმეტოლოგები, სტილისტები და მზარეულები.
„ჩვენ დასასრულის პირად ვართ“- განაცხადა ბორდელის დირექტორმა, არმინმა. პროსტიტუცია ჩრდილოეთ-რაინ-ვესტფალიის რეგიონში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დაუშვებელია.
„ ჩვენ შესაძლებელია გადავრჩეთ, მაგრამ ამის გარანტირება მხოლოდ ბანკებს შეუძლიათ, რომლის ფონზეც მუშაობა მომავალი წლის დასაწყისში უნდა განვაახლოთ“ - აღნიშნა საროსკიპოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებ, რომ მთელი გერმანიის ტერიტორიაზე კარანტინის გაუქმების შემდეგ ბორდელები გაიხსნა, თუმცა სექსმომსახურება კვლავინდებურად აკრძალულია. ბორდელის მუშაკები მხოლოდ ეროტიული მასაჟის მომსახურებას სთავაზობენ კლიენტებს. გერმანიაში პროსტიტუცია ლეგალურადაა დაშვებული, სადაც 40 000-მდე ოფიციალური სექსმუშაკია.
მასალის გამოყენების პირობები






