მაშველ მეხანძრეს, რომელიც ვაშინგტონის შტატში, კანადის საზღვართან ხანძარს ებრძოდა საკუთარი სახლიც დაეწვა, რომელის შედეგადაც მისი სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ცოლი დაიღუპნენ.
საოჯახო საცხოვრებელი სახლის ტიპის ტრაილერი თითქმის სრულიად დამწვარი დახვდათ მეხანძრეებს, როდესაც ისინი 27 აგვისტოს შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. – ’’ როდესაც ინციდენტის ადგილზე მივიდეთ ისეთი სიტუაცია დაგვხვდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო“- განაცხადა ბენტონის ოლქის მეხანძრეთა ჯგუფმა.
მაშველების განცხადებით, მხურვალება იმდენად დიდი იყო, რომ ცეცხლი გვერდითა ტრაილერსაც გადაედო, თუმცა ცეცხლი ამ შემთხვევაში ჩააქრეს.
მეხანძრეებმა აღნიშნული ხანძრის შედეგად მეხანძრის 32 წლის ცოლის, 17 და 15 წლის ქალიშვილის, აგრეთვე 6 წლის ვაჟის გარდაცვლილი ცხედრები იპოვეს. უბედური შემთხვევის მიზეზი კვამლის შედეგად გამოწვეული ასფიქსია და დახრჩობა გახდა.
მედიის ინფორმაციით, ოჯახი აღნიშნულ ტრაილერში საცხოვრებლად ერთი დღის გადმოსული იყო. რაულ გარსია სანტოსი, ოჯახის უფროსი და გარდაცვლილი ბავშვების მამა აშშ-ში მძვინვარე ხანძარს თავისი ოჯახისგან 4 საათის მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე ებრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები






