"აბსრუდია განცხადება იმის შესახებ, რომ აჭარას თითქოს თურქეთისგან საფრთხე ემუქრება, კრემლი საკუთარი დანაშაულის სხვაგან გადამისამართებას ცდილობს" - ადამ კინზინგერი
მსოფლიო - 10:58, 04 Sep, 2020     1385

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც აჭარას თითქოს თურქეთისგან საფრთხე ემუქრება.

„მე სულ უფრო და უფრო შეშფოთებული ვარ იმ აშკარა დეზინფორმაციით, რომლის თანახმადაც აჭარას თურქეთისგან საფრთხე ემუქრება.

ზედაპირზევე ეს განცხადება არის ბოდვა, უაზრობა. თურქეთი საქართველოსა და აშშ-ს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. თუმცა შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ ზემოხსენებული განცხადების მიღმა იმალება ის, რომ რუსეთი ცდილობს „გვერდის ავლით“ თავიდან აიცილოს ბრალდება საქართველოს მესამედი ტერიტორიის ოკუპაციაზე და საქართველოში ეფექტურად შეასრულოს თავისი როლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ყველა უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან და თავი შეკაონ ანთებითი და სახიფათო რიტორიკისგან. მსოფლიო უყურებს საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჟებს, დემოკრატიისკენ გადადგმულს და მე ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება ასახული“ - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42