ხიზანიშვილი ქეცბაიას დათხოვნას ითხოვს - "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი
სპორტი - 10:21, 21 Nov, 2013     3861

ზურაბ ხიზანიშვილი თემურ ქეცბაიას დათხოვნას ითხოვს. ფეხბურთელის პროტესტი ქეცბაიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, სადაც მან საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

"ვეღარ მოვითმინე იმდენი ტყუილი, რაც თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილაპარაკა. მერე რა, რომ მხოლოდ ამისულაშვილის გვარი ახსენა? ფაქტობრივად, ერთიანად "ჩაგვრეცხა" ყველა ფეხბურთელი. იმის თქმა, ნაკრები მეექვსე ადგილზე იყო დამარხული და მე ამოვთხარეო, არ არის ნაკრების ფეხბურთელების შეურაცხყოფა? მინდა, ფეხბურთის ფედერაცის ვთხოვო: თუ თემურ ქეცბაია თვითონ არ წავა, გაათავისუფლონ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიასგან წამოვედი და არა ნაკრებიდან! თუ მიმიწვევენ, ისევ ვითამაშებ", - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

როგორც ხიზანიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნავს თემურ ქეცბაია ბუნებით ეჭვიანი ადამიანია და სულ ეჩვენება, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის განწყობილი. 

"თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს? როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს", - განაცხადა ხიზანიშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილი წავიდა. 31 წლის ფეხბურთელს თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42