კომუნისტური რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელმაც 16 000 ადამიანი მოკლა- ბავშვები და ქალები სამედიცინო ექსპერიმენტებითა და განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა, საავადმყოფოში "ბუნებრივი სიკვდილით მშვიდობიანად გარდაიცვალა“
მსოფლიო - 16:46, 03 Sep, 2020     1767

კამბოჯის ყოფილი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ციხის ზედამხედველი, რომელმაც 16 000 კამობეჯელი მოკლა, გასცა ბრძანება ბავშვების სიკვდილამდე ცემის, განახორციელა ათასობით სამედიცინო ექსპერიმენტი ცოცხალ პატიმრებზე, მშვიდობიანად-ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა საავადმყოფოში 77 წლის ასაკში.

კენგ გეაკ ევის, მეტსახელად ამხანაგ დუჩის ციხეში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო, რომლის დროსაც ათიათასობით მამაკაცზე, ბავშვებსა და ქალებზე სასტიკად ძალადობდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცები, მისივე ბრძანებით.

მისი განკარგულებით, მწამებლები გამუდმებით სცემდნენ, ამათრახებდნენ პატიმრებს და ელექტრო შოკებზე აერთებდნენ, აგრეთვე ხოცავდნენ მოკლული ქალებისა და კაცების შვილებსაც, რათა მათ მომავალში აღნიშნული ფაქტის გამო შურისძიების წყურვილი არ გასჩენოდათ.

როდესაც იგი პირველად 30 წლის შემდეგ წარსდგა სასამართლოს წინაშე რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, მან საკუთარი თავი აღიარა, როგორც კრიმინალურად პასუხისმგებელი იმ სისასტიკეების გამო, რომელმაც შეიწირა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე.

დუჩი კამბოჯის საავადმყოფოში ოთხშაბათს გარდაიცვალა სუნთქვისგან გამოწვეული გართულებების გამო. ამ დრომდე მიმდინარეობს მის სხეულზე გამოკვლევა, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, რომლის შემდეგაც გვამს ოჯახს გადასცემენ.

დუჩი ერთადერთი კამბოჯელი მაღალჩინოსანია, რომელიც გაეროს მიერ მოწყობილ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა იმ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი ქვეყანაში 1970-იან წლებში ახორციელებდა. მიმდინარე სადამსჯელო ღონისძიებების გამო აღნიშნულ პერიოდში სულ 1.7 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი იქნა მოკლული მმართველი ხელისუფლების განკარგულებით.

კომუნისტური რეჟიმის მიერ მოწყობილი „გენოციდი“ საკუთარი ხალხის მიმართ ხორციელდებოდა 1975-1979 წლებში. ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ ან, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მათ ოჯახებიანად აპატიმრებდნენ და ხოცავდნენ ცეცხსლასროლი იარაღით, სამედიცინო ექსპერიმენტებით, შიმშილითა და სხვადასხვა მიზეზებით.

სოციალურ ქსელში გავრცელდა 2007 წელს გადაღებული ფოტო, რომელიც ასახავს ბრუტალური კამბოჯური რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანების სხეულის ნარჩენებს- თავის ქალებსა და ძვლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42