სატრანსპორტო ხომალდი, რომელშიც ეკიპაჟის 43 წევრი და 6000-მდე ძროხა იმყოფებოდა ტაიფუნის დროს იაპონიის ტერიტორიულ წყლებში ჩაიძირა- ამის შესახებ სანაპირო დაცვის მაშველთა მიერ გადარჩენილმა ერთმა მამაკაცმა განუცხადა ჟურნალსიტებს. გავრცელებული ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სამაშველო სიგნალი ოთხშაბათს ოშიმას კუნძულიდან 185 კილომეტრის მოშორებიდან მიიღეს.
სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გვიან ოთხშაბათს მშველებმა მხოლოდ ერთი გადარჩენილი, 45 წლის მამაკაცი აღმოაჩინეს, რომლის თქმით, სამაშველო სიგნალის გაგზავნის შემდეგ სამაშველო ჟილეთი ჩაიცვა და ზღვაში ჩაყვინთა. მისი თქმით, გემის ერთ-ერთი ძრავა გაითიშა, რა დროსაც ტალღამ ხომალდი ამოატრიალა, მოგვიანებით კი მთლიანად ჩაიძირა.
დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუ როდის და სად ჩაიძირა გემი, თუმცა გადარჩენილის განცხადებით, მას კატასტროფის მომენტში ეკიპაჟის სხვა წევრები არც კი შეუმჩნევია. ხომალდზე იმყოფებოდა 39 ფილიპინელი, 2 ახალ ზელანდიელი და ორი ავსტრალიელი მეზღვაური, აგრეთვე 5800 ძროხა.
მასალის გამოყენების პირობები






