რასიზმისა და არადამიანური მოპყრობის შემზარავი ფაქტი- პოლიციელებმა ბორკილებდადებულ შავკანიან მამაკაცს თავსაბურავი ჩამოაცვეს და ყელზე ხელის დაჭერით დაახრჩვეს (ვიდეო)
მსოფლიო - 15:09, 03 Sep, 2020     3161

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში პოლიციის მიერ არადამიანური მოპყრობისა და რასიზმის ნიადაგზე შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ იფეთქა საპროტესტო მუხტმა ქალაქ როჩესტერში, რა დროსაც დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან შეიკრიბეს და მკვლელობაში მონაწილე სამართალდამცველთა უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს.

საუბარია ნიუ-იორკის შტატში განხორციელებული სასტიკი მკვლელობის ამსახველ ვიდეოზე, სადაც ჩანს 41 წლის ბორკილებდადებული შიშველი მამაკაცი, რომელიც პოლიციის ბრძანებით მიწაზე გაუნძრევლად წვება. მას შემდეგ, რაც დაკავებულმა პიროვნებამ ოფიცრებს შეურაცხყოფის მიყენების ფონზე მოსთხოვა რომ გაეთავისუფლებინათ, მას სახეზე თავსაბურავი ჩამოაფარეს, რომლის გამოც სუნთქვას ვერ ახერხებდა. ამის შემდეგ პოლიციელი მასთან მივიდა და ყელზე ხელით მთელი ძალით აწვებოდა და იქმადე არ აუშვა, სანამ მსხვერპლა სუნთქვა არ შეწყვიტა.

დენიელ პრუდმა გონება დაკარგა აღნიშნული ინციდენტის გამო და 30 მარტს, საავადმყოფოში, მომხდარი ფაქტიდან 7 დღის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს, რა დროსაც მისი სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა. სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს რომ მისი გარდაცვალება იყო განზრახ მკვლელობით, ასფიქსიის ფონზე გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის შედეგად გამოწვეული.

პრუდის ოჯახის წევრებმა ზემოხსენებული ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნეს, რასაც საზოგადოების მხრიდან მყისიერად სოლიდარული და პოლიციელთა მიმართ ძალზე ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 მარტს დილის 3:15 საათზე ჯო პრუდმა 911-ში დარეკა და დახმარება გამოიძახა მას შემდეგ, რაც მის ძმას, ფსიქიკური აშლილობის შედეგად შეტევა დაემართა, თუმცა მის ზარზე დროულად არ მივიდნენ დასახმარებლად, რომლის შემდეგაც პრუდმა დატოვა სახლი ბრეტელებიანი მაისურით, წინდებსა და საცვლებში გამოწყობილმა. მან პროტესტის ნიშნად ქუჩაში გაიხადა და სრულიად შიშველმა ყვირილი დაიწყო, რომლის შემდეგაც გამვლელმა ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს და იგი დააკავეს.























მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42