სკანდალურად ცნობილი, ფრანგული ულტრამემარცხენე სატირული გაზეთი "შარლი ებდო" (Charlie Hebdo) აპირებს ახალ ნომერში კვლავ დაბეჭდოს წინასწარმეტყველ მუჰამედის ცნობილი კარიკატურა, რომლის გამოც 2015 წელს აღნიშნული გაზეთი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
2 სექტემბერს, პარიზში დაიწყო სასამართლო პროცესი 14 პირის წინააღმდეგ, რომელნიც ბრალდებულნი არიან აღნიშნული ტერაქტის ორგანიზებასა და გაზეთის ახალი ნომერიც სწორედ ამ პროცესს ეძღვნება.
კარიკატურას წამძღვარებული ექნება ეპიგრაფი - "ჩვენ არასოდეს დავნებდებით და არც დავემორჩილებით სხვების ნებას".
"აღნიშნული კარიკატურის ხელახლა გამოქვეყნება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია სასამართლო პროცესის დაწყების წინ," - წერს სააგენტო "ფრანს პრესი".
შეიარაღებული თავდასხმა პარიზში 2015 წლის 7 იანვარს მოხდა. ტერაქტის დროს დაიღუპა რედაქციის 12 თანამშრომელი მათ შორის ცნობილი ფრანგი კარიკატურისტები შარბი, ჟან კაბიუ და ჟორჟ ვოლინსკი,აგრეთვე 2 პოლიციელი რომლებიც იმ შენობას იცავდნენ სადაც Charlie Hebdo-ს ოფისია განთავსებული.
Charlie Hebdo, რომელიც 1970 წელს დაარსდა, ცნობილია თავისი პროვოკაციული კარიკატურებითა და მასალებით ცნობილ პოლიტიკურ, საზოგადო მოღვაწეებზე, ასვე სხვადასხვა რელიგიურ ფიგურებზე, სიმბოლოებზე და კონფესიებზე.
მასალის გამოყენების პირობები






