ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს შემაშფოთებელი დასკვნა, რომელიც ჭარბწონიანი მამაკაცებისთვის განსაკუთრებით შემაძრწუნებლად ჟღერს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცებს, რომელთაც დიდი წელი და მუცელი აქვთ, სადაც დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი ცხიმები, პროსტატის კიბოს ალბათობა ორჯერ იზრდება. ამის შესახებ წერს SKYNEWS-ი.
მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევითი ექსპერიმენტი, რომელშიც 40-იდან 69 წლამდე 218 000-ზე მეტმა ბრიტანელმა მამაკცმა მიიღო მონაწილეობა. მეცნიერები მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რა დროსაც 571 მამაკაცი პროსტატის სიმსივნით გარდაიცვალა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს, რომელთაც სიმსუქნის გამო წელის გარშემოწერილობა 103 სანტიმეტრზე მეტი აქვთ 35 %-ით მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ მათ პროსტატის კიბო განუვითარდეს, ვიდრე მათ ვისაც 90 სანტიმეტრზე პატარა გარშემოწერილობა აქ წელის- ასეთი ფორმების მქონე მამაკაცების შემთხვევაში ცხიმის დაგროვება ძალზე მიზერული და მინიმალურია.
კვლევის ხელმძღვანელმა, ექიმმა აურორა-პერეს კორნაგომ განაცხადა: „ ჩვენ აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი წელისა და მუცლის გარშემო დაგროვილ ცხიმსა და პროსტატის კიბოს განვითარებას შორის“. მისი თქმით, პროსტატის სიმსივნის წარმოქმნას სხეულის საერთო ცხიმი არ განსაზღვრავს, მთავარი პრობლემა მხოლოდ მუცელსა და წელში დაგროვილი მავნე ნივთიერებებია. აურორა-პერესის განცხადებით, სწორედ მუცლის ჭარბი ცხიმია განსაკუთრებით საშიში მამაკაცების სასიცოცხლო და რეპროდუქციული ორგანოების წინააღმდეგ - „იგი იწვევს ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჰორმონალურ დისფუნქციას, რომელმაც შესაძლოა უდიდესი როლი შეასრულოს პროსტატის კიბოს პროგრესში“.
მის მთავარ რჩევას მამაკაცებისთვის წარმოადგენს რაც შეიძლება აქტიური ცხოვრების სტილი- ვარჯისი და ჯანსაღი კვება, დიეტა, რათა სხეულის ჯანმრთელობას საკვებისგან წარმოქმნილი მავნე ნივთიერებებით საფრთხე არ შეექმნას.
მასალის გამოყენების პირობები






