ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ სენსაციური განცხადება გააკეთა ამერიკის მცდელობაზე მის მოკვლასთან დაკავშირებით. იგი უშუალოდ დონალდ ტრამპს ადებს ხელს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი მოკვლისთვის ამერიკის პრეზიდენტს არაოფიციალური სანქცია აქვს გაცემული.
„მე ყველაზე მძიმე და ხისტი აგრესიის მსხვერპლი ვარ. ამერიკის ხელისუფლებამ ჩემი დაპატიმრებისთვის 15 მილიონი დოლარი ჯილდოდ დააწესა. ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჩემი მოკვლისთვის კონკრეტული გეგმისთვის მხარი აქვს დაჭერილი. მე არ ვაჭარბებ- ვენესუელაში ჩემი ლიკვიდაციისთვის სნაპირების ჯგუფის დაქირავებას ცდილობენ. ტრამპა გადაწყვიტა ეს ასე“ - აღნიშნა მადურომ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ამერიკამ მადუროსა და მისი გარემოცვის წევრებს ბრალი წაუყენა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, მასზე 15 მილიონი დოლარია დაწესებული დაპატიმრების შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






