DAILYMAIL-ი ავრცელებს სენსაციურ სტატიას ინდოელ მშობლებსა და მათ ახალშობილ ბავშვთან დაკავშირებით, რომელთაც იმის გამო, რომ საავადმყოფოს სამედიცინო ხარჯები დაეფარათ, იძულებულნი გახდნენ, შვილი გაეყიდათ.
შივ ჩარანსა და მის მეუღლეს, ბაბიტას საავადმყოფომ გადასცა 350 ფუნტი სტერლინგის ოდენობის საგადასახადო ქვითარი მას შემდეგ, რაც ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს.
ბავშვის მშობლებმა TIMES OF INDIA-ს ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უფულობის გამო მათი ბავშვი 1000 ფუნტ სტერლინგად იყიდა საავადმყოფომ, რომლის შემდეგაც მათ სამედიცინო ხარჯები ჩამოაჭრეს. საავადმყოფოს მენეჯერის სეემა გუპტას თქმით, ბავშვი მშობლებმა თავიანთი ნებით დათმებს და გააშვილეს, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც მისი თქმით, არსებობს. საავადმყოფო ბავშვის ყიდვის ფაქტს უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, დედა თავისი შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს.
სამართალდამცავთა განცხადებით, ისინი აღნიშულ შემთხვევას სწავლობენ და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.

მასალის გამოყენების პირობები






