ინდურ და ჩინურ შეიარაღებულ ძალებს შორის ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაში, ჰიმალაის მთიანეთში, 48 საათის განმავლობაში ორჯერ მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება - პოზიციური ურთიერთსროლა მესაზღვრეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ფაქტის შედეგად ტიბეტური წარმოშობის ინდოელი სპეცრაზმელი ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ინდოეთი და ჩინეთი, რომლებსაც სწორედ ამავე სასაზღვრო ზონაში 1962 წელს ომს აწარმოებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლაც ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული, ერთმანეთს აბრალებენ ლადახის რეგიონში საზღვრის გადაკვეთისა და ტერიტორიის დასაკუთრების მცდელობას. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე სპეცრაზმელიც იქნა მძიმედ დაჭრილი შეტაკებების შედეგად.
შეგახსენებთ, რომ მსგავს და უფრო მასშტაბური ინციდენტს ადგილი აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ადგილი ჰქონდა 2 თვის წინაც, რა დროსაც 20 ინდოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, რომლის შემდეგაც ორივე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედროების დიდი კონტიგენტის მობილიზება დაიწყეს სადავო ტერიტორიების პირისპირ.

მასალის გამოყენების პირობები






