28 წლის ავსტრალიელი ქალი საზოგადოებას-ოჯახის წევრებსა და მის გულშემატკივრებს ატყუებდა, რომ თითქოს იგი სიმსივნით იყო დაავადებული. მისი თქმით, მას საკვერცეების კიბო ჰქონდა, რის გამოც დახმარებას ითხოვდა ხალხისგან.
უამრავმა მოქალაქემ გადაურიცხა მას შემწეობის თანხა, რამაც საერთო ჯამში 55 000 $ შეადგინა. მოტყუებულთა შორის აგრეთვე აღმოჩნდა მისი ყოფილი შეყვარებული, ავსტრალიის შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო.
8 თვის ორსული ლუსი ვიქტორია ვილენდს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი სოციალურ ქსელში გამუდმებით თებდა თავგადაპარსულ ფოტოებს საავადმყოფოებიდან. სასამართლოს განცხადებით, მან აგრეთვე გააყალბა ექიმის წერილიც კი გააყალბა.
იგი ინტერნეტ ფორუმებში მუდმივად წერდა თავისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ- საზოგადოებას აქტიურად უზიარებდა თავისი მძიმე მდგომარეობისა და განცდების შესახებ.




მასალის გამოყენების პირობები






