დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას უარი განაცხადა, დაეგმო 17 წლის ეჭვმიტანილი ამერიკელი ახალგაზრდის ქმედება, რა დროსაც მან 3 ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა- 2 მათგანი გარდაიცვალა.
კაილ რითენჰაუსი სისხლის სამართლის 6 საქმეშია ბრალდებული, რომელთა შორისაა პირველის ხარისხის განზრახ მკვლელობა, საპროტესტო აქციაზე 3 ადამიანისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, რომელმაც 2 დემონსტრანტი იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ვისკონსინის შტატში არეულობის მესამე დღეს მოხდა- მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია 29 წლის შავკანიანი ჯეიკობ ბლეიქის საჯარო მკვლელობა პოლიციელების მიერ. სამართალდამცავთა თქმით, ბლეიქი აპირებდა ცივი იარაღის აღებას, რის გამოც მას არაერთი ჭრილობა მიაყენეს პისტოლეტიდან.
როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს თუ რა აზრის იყო იგი ილინოისელი ახალგაზრდის ქმედებაზე, მან განაცხადა, რომ რიტენჰაუსი სავარაუდოდ მოქმედებდა თავდაცვით რეჟიმში - „ იგი ცდილობდა მათგან განრიდებას, ეს ასე ჩანს.იგი დიდ გასაჭირში იყო და შესაძლოა მოეკლათ კიდეც“ - აღნიშნა ტრამპმა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულია კადრები, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის ქმედება, რომელსაც ანალიტიკოსები და ექსპერტთა ნაწილი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებით ხსნიან, რომლის მიზანი საკუთარი სიცოცხლის დაცვა იყო
მასალის გამოყენების პირობები






