მოძრაობა "შემახე ამნისტია" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში პატიმრების ოჯახის წევრების მიერ მოძრაობის წევრებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზეა საუბარი, სადაც ნათქვამია, რომ ციხეებში ვირუსი გავრცელდა და პატიმრები ცუდ პირობებში არიან.
"პატიმრების ოჯახის წევრები იწერებიან , რომ ციხეებში გავრცელდა ვირუსი! აქ არ არის საუბარი კოვიდ ინფექციაზე!
იქ ნებისმიერი ვირუსი არის საშინლად გადამდები და ვრცელდება ძალიან სწრაფად .
პატიმრების იმუნური სისტემა ყველამ კარგად ვიცით რა დღეშიცაა! ინფორმაცია მოგვივიდა ქსნის ციხიდან !!
რუსთავის მე-17შიც იგივე სიტუაციაა გლდანშიც პენიტენციური დუმს!! სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia
ამდენი დუმილი უკვე საკმარისია!! ვითხოვთ სასწრაფო წესით მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება ციხეებში
ჰუმანიზმი ნუთუ აღარ შეგვრჩენია!
ამნისტია პატიმრებს!!!!!" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






