დაკარგა თუ არა ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ტანსაცმელი - პენიტენციალური სამსახურის განცხადება
საზოგადოება - 22:55, 31 Aug, 2020     1570

სპეციალური პენიტენციალური სამსახური ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებას უცლელად გთავაზობთ.

"მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, - „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ბრალდებულმა გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მიეწოდა მისსავე საკანში, თუმცა ამანათის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს არაფერი გაუტანებია იმ მიზნით, რომ ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადაეცა. ამასთან, დღემდე, 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს, არც მისი დაცვის მხარეს არ მიუმართავს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის და არ განუცხადებიათ რაიმე ნივთის დაკარგვის შესახებ. მხოლოდ 31 აგვისტოს, ადვოკატის ზემოხსენებული განცხადების შემდეგ გააკეთა თავად ბრალდებულმა განმარტება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან, რომ ამანათის მიღების დღეს, 18 აგვისტოს, ამანათის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ დერეფანში პოლიეთილენის პარკში შეფუთული საცვლები (ტრუსი და მაისური) დადო და ეგონა, რომ ამ ნივთებს მის ოჯახს გაატანდნენ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დადგენილი წესის შესაბამისად, დახურული პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები გარკვეული პერიოდულობით ჩამოივლიან დაწესებულებების დერეფნებს, უღებენ საკნის კარებს პატიმრებს, რათა მათ საკანში დაგროვილი ნარჩენები საკნის კართან დერეფანში დადონ (რის შემდეგაც პატიმარი დაუყოვნებლივ ბრუნდება საკანში და საკნის კარი იკეტება). შემდეგ დაწესებულების დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი ჩამოივლის დერეფნებს და აგროვებს ნარჩენებს. თუ ბრალდებულის მოცემული განმარტება სიმართლეა, მის მიერ დაწესებულების დერეფანში დადებული ნივთები, სავარაუდოდ, ნარჩენებთან ერთად იქნა გატანილი დაწესებულებიდან დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42