სამედიცინო ჯგუფი ,,ახალი ხედვა” დაარსდა 2012 წელს. დღეს კი, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში ლიდერი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისსა და პროდუქციას. კომპანია გამორჩეულია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდებით.
იგი არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მოვლის საგნების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.
მაღაზიათა ქსელი ,,ახალი ხედვა” საქართველოს მასშტაბთ წარმოდგენილია 18 საფირმო მაღაზიით, როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში.
რა პროდუქტებს გვთავაზობს „ახალი ხედვა“?
“ახალი ხედვა“ ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. იგი ქართულ ბაზარს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, ინოვაციაზე ორიენტირებული სამედიცინო პროდუქციით. კომპანია წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. იგი გთავაზობთ სხვადასხვა სახის პროდუქციას, მათ შორის:
· ორთოპედია;
· სუპინატორები;
· ვარიკოზის მოვლის საშუალებები;
· ავადმყოფის მოვლის საშუალებები;
· საოპერაციო მასალები.
იხილეთ „ახალი ხედვის“ პროდუქტები
რატომ „ახალი ხედვა“?
„ახალი ხედვა“ ქართულ ბაზარს უზრუნველყოფს არა მხოლოდ მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სამედიცინო პროდუქციით, არამედ, სერვისითაც. კომპანია გთავაზობთ საქართველოში უნიკალური, მაღალტექნოლოგიურ ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და ინდივიდუალური ღაბაშების (სუპინატორების) დამზადებას იტალიური კომპანია ,,Diasu”-ს უახლესი თაობის ულტრასენსორული პლატფორმით (ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ტერფზე დატვირთვის სამგანზომილებიან დეტალურ სურათს ქმნის).
როგორი ფასებია „ახალ ხედვაში“?
მაღალი ხარისხის გარდა, კომპანია ასევე გამოირჩევა ყველასთვის მისაღები ფასებით. მაღაზიათა ქსელში ,,ახალი ხედვა” წარმოდგენილია ფიქსატორებით, რომელიც განკუთვნილია სხეულის სხვადასხვა ნაწილის და ხარისხის დაზიანებებისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ბრენდის, მაღალი ხარისხის პროდუქცია მისაღებ ფასებში. მაგალითად, ტერფის ფიქსატორების ღირებულება 12 ლარიდან იწყება და 170 ლარს აღწევს, ხოლო წელის კორსეტებისა და ქამრების ღირებულება 18 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.
ახალი ხედვის მიზანია იყოს უმაღლესი ხარისხის, ინოვაციაზე ორიენტირებული სრული სამედიცინო პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი კომპანია საქართველოში. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარ მომხმარებელს მიაწოდოს როგორც უმაღლესი ხარისხის, ასევე ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე პროდუქცია.
კომპანიის მისიაა პარტნიორებთან ერთად შექმნას ლიდერი კომპანია. ცოდნა და პროფესიონალიზმი მოარგოს მომხმარებლის სურვილებს, რათა შესთავაზოს მაღალი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტი მათთვის კომფორტული ცხვორების შესაქმენლად.
მასალის გამოყენების პირობები






