ბალტიისპირეთის, სამივე ქვეყანა- ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ბელარუსის 30-მდე მაღალჩინოსანს და აგრეთვე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციებს უწესებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს.
„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სანქციათა სიას გამოაქვეყნებენ. ამ სიაში კი დაახლოებით 30-მდე პირია, რომელიც სამომავლოდ გაფართოვდება და სხვა ჩინოვნიკებსაც მოიცავს“- აღნიშნულია ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებაში. მან თავის საუბარში არაერთხელ მოიხსენია ლუკაშენკოს ხელისუფლება რეჟიმად, რომელიც საკუთარ მოსახლეობასთან დიალოგზე უარს აცხადებს.
მისი თქმით, სანქციების პაკეტი აგრეთვე შეეხება ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი აქტიურად ითხოვს ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობიდან გადადგომას- მას არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი მიტინგების სასტიკად დარბევაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






