საბერძნეთში, მღვდელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და ეს მედიის მიერ მოგონილია, უკვე დაინფიცირდა კოვიდ 19-ით, რომლის შემდეგააც მან აზრი შეიცვალა და აცხადებს, რომ იზოლაციაში დარჩება. იგი აგრეთვე მოუწოდებს თავის მრევლს, სიფრთხილით მოეკიდონ მიმდინარე პანდემიას და დაიცვან წესები.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ქალაქ ტრიკალაში მოღვაწე სასულიერო პირ ალექსიო კანინაზე, რომელიც გამუდმებით აცხადებდა, რომ ეკლესიაში, რელიგიური ღვთიმსმსახურების განმავლობაში გამორიცხული იყო კორონავირუსით ვინმე დაინფიცირებულიყო, გარკვეული ხნის შემდეგ დამტკიცდა, რომ მოძღვარი თავადვე აღმოჩნდა კოვიდ 19-ით დაავადებული.
იგი აცხადებს, რომ უკვე კარანტინში იმყოფება და ყველა წესს იცავს. შეგახსენებთ, საბერძნეთში კორონავირუსის 10 134 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 262 სასიკვდილო აღმოჩნდა. 3804 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6000-ზე მეტი ამ დრომდე აქტიურ მკურნალობის კურსს გადის.
მასალის გამოყენების პირობები






