იაპონურმა კომპანიამ წარმოადგინა მფრინავი მანქანის პირველი პროტოტიპი. აღნიშნული პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ YOUTUBE-ზე გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის ტესტირება შედგა TOYOTA-ს საცდელ ბაზაზე, ტოკიოში..
ერთადგილიანი მფრინავი, მანქანა, რომელიც ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ყველაზე პატარა საფრენ აპარატად ითვლება, 4 წუთის განმავლობაში დაფრინავდა ჰაერში.
ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ოთხი პროპელერი აქვს მიმაგრებული, მოტოციკლეტს ჰგავს. სწორედ პროპელერები ანიჭებს მას ფრენისა და გამწევ ძალას. მფრინავი მანქანა, SD-03-ის მოდელი ამჟამად დაახლოებით 10 წუთის განნმავლობაში ახერხებს ჰაერში ფრენას. კომპანიის განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ მფრინავი აპარატის მოქმედების ხანგრძლივობა 30 წუთამდე გაზარდონ.
აღნიშნული მანქანის დამპროექტებელ კომპანია SKYDRIVE-ში აცხადებენ, რომ მფრინავი სატრანსპორტო ავტომობილი კომპერციულად ხელმისაწვდომი 2023 წლიდან იქნება ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები






