აშშ-ი, ონტარიოელმა ქალმა, რომელმაც 750 000 $-ის ოდენობის ჯეკპოტი მოიგო, ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელ პირებს განუცხადა, რომ მან იღბლიანი რიცხვები თავის სიზმარში ნახა .
64 წლის დებორა როუზმა ლატარიის კომპანიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მან თავისი ლატარიის ბილეთის ყიდვისას გადაწყვიტა, ისევ ის რიცხვები ჩაეწერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიზმარში ნახა. ამჯერად მისი მორიგი ცდა წარმატებული აღმოჩნდა. როუზის თქმით, იმ დღეს როდესაც ბილეთის რიცხვებს ამოწმებდა, ძალზე ცუდი დღე ჰქონდა, თუმცა მისი განწყობა უმალვე შეიცვალა მას შემდეგ, რაც იგი 750 000 $-ის მფლობელი გახდა.
ლატარიის იღბლიანი მოთამაშის განცხადებით, იგი თავის მოგებას შვილებს გაუნაწილებს და აგრეთვე მოგზაურობისთვის დახარჯავს- „ მე ძალზე მინდა მოვინახულო საბერძნეთი, თურქეთი და ბულგარეთი, რაშიც ჩემი იღბალი უკვე დამეხმარა“.
მასალის გამოყენების პირობები






