ტექნოლოგიურმა მაგნატმა და კომპანია SPACEX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა თავისი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა, ტვინის ჩიპის იმპლანტი წარუდგინა საზოგადოებას. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მოწყობილობა, რომელიც ჩამონტაჟდება ადამიანის თავში, უახლესი ტექნოლოგიის საფუძველზე პარალიზებულ ადამიანებს ფიქრის საშუალებით შეაძლებინებს გამოიყენონ, აკონტროლონ სმარტფონები და რობოტული კიდურებიც.
მედიაში გაცხადებული ინფორმაციით, მიკრო ჩიპის დაყენება ადამიანისა თუ ცხოველების ტვინში წინასწარ განსაზღვრულ უბნებში მოხდება, რომლამდეც ჯერ ცენტრალური ნერვული სისტემის სრული სკანირება მოხდება, რადგან ელექტროდების დაყენებამ ტვინში არსებული სისხლძარღვების დაზიანება არ განაპირობოს.
ტვინის იმპლანტი ელექტრონული აქტივობის ჩაწერის შემდეგ, შესაძლებელს გახდის ადამიანის გონების მეშვეობით იმართებოდეს ესა თუ ის კომპიუტერული მოწყობილობები და პროგრამები.
ილონ მასკის თქმით, ზემოხსენებული მიკროჩიპის აქტიური გამოყენებით უნდა მოახდინოს სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობა, დროული დიაგნოსტიკა, აგრეთვე სამომავლო პერსპექტივაში ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტს შორის ერთგვარი ურთიერთკავშირი დაამყაროს. ბიზნესმენის თქმით, სამედიცინო ნებართვის მიღების ფონზე, აღნიშნულ ულტრათანამედროვე პროდუქტს მიიღებენ ის ადამიანები, რომელთაც ცენტრალური ნერვული სისტემა დაზიანებული აქვთ და პარალიზებულნი არიან.


მასალის გამოყენების პირობები






