Bellingcat-ი, Der Spiegel-ი და The Insider-ი ზელიმხან ხანგოშივილის მკვლელობის ახალ დეტალებს აქვეყნებენ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ახალი ინფორმაცია ამყარებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმა და შეასრულა კომპანია "ვიმპელმა", რომელიც რუსეთის ФСБ-ს ქვედანაყოფია და მისი პირდაპირი მოვალეობა, უცხო ქვეყნებში შეკვეთილი მკვლელობების შესრულებაა.
"ერთი წლის წინ, ბერლინის რაიონ "კლაინერ ტიერგარტენში" ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, ჩეჩნეთის მეამბოხეთა ყოფილი მეთაური.მკვლელი, რომელიც ტურისტის საფარქვეშ მოგზაურობდა და ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემულ რუსულ პასპორტს იყენებდა, ბერლინის პოლიციამ ორი თინეიჯერის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად დააპატიმრა, რომელთაც ნახეს, თუ როგორ ყრიდა ის მტკიცებყულებებს მდინარეში.
ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბელინგტატმა, Der Spiegel-ისა და The Insider-თან ერთად, მკვლელში ამოიცნო ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ადრე რუსეთში მინიმუმ ორ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა.
სატელეფონო მეტამონაცემების გამოყენებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ბერლინში გამგზავრებამდე, ვადიმ კრასიკოვი დიდხანს ურთიერთობდა ФСБ-ს ყოფილ და მოქმედ ოფიცრებთან და დროის ხანგრძლივი პერიოდი აქვს გატარებული ФСБ-ს სასწავლო ბაზაზე მოსკოვის გარეთ.ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ მკვლელობის წინა დღეს მას ყველაზე ხშირი კონტაქტები ჰქონდა "Вымпел"-ის ჯგუფის წევრებთან, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ФСБ-ის ელიტარულ დეპარტამენტ "V"-ში.
მოგვიანებით შევიტყვეეთ, რომ მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, სხვა პირმა მანქანით იმოგზაურა რუსეთიდან პოლონეთში და, შესაძლოა, გერმანიაშიც, იმავე დღეს გაცემული ყალბი პასპორტით და ნომრების იგივე რაოდენობის დიაპაზონით, როგორც "ვადიმ სოკოლოვი".
ეს მეორე პირი, რომელიც გერმანიის საბრალდებო საბუთებშია მითითებული, როგორც დაინტერესებული პირი და შესაძლოა მკვლელობის თანამონაწილე, მოგზაურობდა "რომან დავიდოვის" სახელით, დაბადების თარიღი 1981 წლის 9 ოქტომბერი. როგორც "დავიდოვს", ასევე ეჭვმიტანილი მკვლელს სავიზო განაცხადებში დამსაქმებლად მითთებული ჰქონდათ სანქტ-პეტერბურგის კომპანია ZAO RUST.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ასეთი პირადი მონაცემების მქონე ადამიანი რუსეთის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს, ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ სხვა გვარის (”რომან ნიკოლაევი”), იგივე გარეგნობისა და დაბადების თარიღის მქონე ადამიანი ჩეხეთში გაემგზავრა 2015 წელს.სავიზო განაცხადის დოკუმენტების გამოყენებით ჩვენ "რომან ნიკოლაევი" დავაკავშირეთ კიდევ ექვსი ყალბი პირადობის მოწმობის მქონე ადამიანებთან, რომლებმაც ვიზა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში, იმავე დროის განმავლობაში. ჩვენ შევძელით ამ ადამიანებიდან მინიმუმ სამის დაკავშირება სტამბოლში ჩეჩნეთის ყოფილი სამხედრო მეთაურის მკვლელობასთან. ამ სამი "თანამოგზაურიდან" მინიმუმ ერთი მაინც იყო დაკავშირებული "Вымпел"-ის ჯგუფთან.
ამ დასკვნებზე დაყრდნობით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ "Вымпел"-ის ჯგუფს და მასთან დაკავშირებული ""Вымпел"-ის ვეტერანების რეგიონალური ასოციაციას" რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები საზღვარგარეთ "რუსეთის მტრების" მიზნობრივი მკვლელობების პროგრამის განსახორციელებლად იყენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამიზნეების უმეტესობა იყვნენ ეთნიკური ჩეჩნები, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის ომებში, ერთი სამიზნე მაინც იყო უზბეკი სასულიერო პირი, რომელიც ცხოვრობდა თურქეთში, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ჩეჩნეთის ომთან.
ახლა ჩვენ შევძელით საბოლოოდ დავადგინოთ კლეინერ ტიერგარტენის მკვლელობის საქმის თანამონაწილე მეორე პირი, რომელიც ადრე ცნობილი იყო მეტსახელებით "რომან დავიდოვი" და "რომან ნიკოლაევი". ეს ადამიანი ფაქტობრივად რომან იურიევიჩ დემიანჩენკოა, რომელიც ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი და ამჟამად არის "Вымпел"-ჯგუფის თანამშრომელი," - ნათქვამია bellingcat-ის საიტზე გამ,ოქვეყნებულ მასალაში.ახალ ფაქტებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მყარად არიან დარწმუნებული, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა მოსკოვის მიერ არის დაკვეთილი და შესრულებული.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, გერმანიას მკაცრი რეაქცია ექნება.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, გიორგი გახარიას ორი თვის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ქართული მხარე რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






