23 წლის ჩინელ მამაკაცს თავის ტვინიდან 12 სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია ამოუღეს, რომელიც მის სხეულში 17 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტნაული მედია ავრცელებს.
ახალგაზრდა კაცს 6 წლის ასაკიდან დაეწყო დაბუჟების აქტიური შეგრძნება ხელისა და ფეხის მიდამოებში. უკანასკნელ პერიოდში, მას შემდეგ, რაც მან ტანის მარჯვენა ზედა ნაწილზე მგრძნობელობა საერთოდ დაკარგა, საავადმყოფოს მიაკითხა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პაციენტის მდგომარეობა გამოწვეული იყო ნედლი ეგზოტიკური ხორცის, როგორიცაა ბაყაყისა და გველის საკვებად გამოყენება.
ზემოხსენებულის გამომწვევი მიზეზი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ქირურგებმა მამაკაცს ტვინიდან ბრტყელი ჭია ამოუღეს. პაციენტის თქმით, მას აღნიშული პრობლემა 17 წლის წინ დაეწყო და ხშირად თავის ტკივილთან ერთად გულისრევის შეგრძნებაც ჰქონდა, თუმცა ფიქრობდა რომ გენეტიკური იყო მისი აღნიშული მდგომარეობა, რის გამოც კატეგორიულ უარს აცხადებდა საავადმყოფოში მისვლაზე.
ექიმების ვარაუდით, პაციენტის სხეულში ჭიის წარმოქმნის სავარაუდო მიზეზი უნდა იყოს დაბინძურებული წყლის მოხმარება, ან უმი გარეული ცხოველების, ბაყაყისა და გველის, ნედლი თევზეულის ხორცით, კვება. მას შემდეგ, რაც პარაზიტი შედის თავში, იგი ეტაპობრივვად ჭამს ტვინს და აზიანებს მის ფუნქციას, რაც იწვევს დაბუჟებას, გაშეშვასა და სხეულის სრულ გათიშვასაც კი.

მასალის გამოყენების პირობები






