ტაივანელმა ინჟინრებმა ახალი, რობოტული ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტიდან ექიმზე კორონავირუსის გადაცემის პრევენციას. გამომგონებლებმა შექნეს რობოტული ტექნოლოგიური მკლავი, რომელიც ადამიანებს ცხვირის ნაცხით კოვიდ 19-ზე ტესტს დამოუკიდებლად ჩაუტარებს.
კომპანია BRAIN NAVI-ის ქმნილება იყენებს ერთგვარ ავტოპილოტის ფუნქციას, რომელსაც გააჩნია სახის ამომცნობი და 3D გამოსახულების მიღების ფუნქციაც. პაციენტი თავს დებს სპეციალურ მეტალის სამაგრ მოწყობილობაში, სადაც უძრავად ფიქსირდება სახე და ცხვირი, რაც აუცილებელია ცხვირიდან ნაცხის აღების დროს. რობოტი ათავსებს ტამპონს ცხვირში იმისათვის რათა აიღოს სინჯები, პროცედურის დასრულების შემდეგ კი ნიმუშებს ათავსებს სპეციალურ შუშის სინჯარაში.
კომპანიის განცხადებით, მოწყობილობა ადამიანის ტესტირებას კოვიდ 19-ის ვირუსზე 5 წუთში ასრულებს, ხოლო ექთნებს კი ამისათვის 15 წუთი სჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






